×
ხელის დეზინფექტანტი
ზედაპირების დეზინფექტანტი

წესები და პირობები

საიტზე რეგისტრაცია: 
ჩვენს საიტზე რეგისტრაციით და მისი გამოყენებით თქვენ გვიდასტურებთ, რომ გაეცანით ჩვენს წესებს და პირობებს,  ამავდროულად ხართ სრულწლოვანი და პასუხს აგებთ ყველა ქმედებაზე, რომელსაც განახორციელებთ ჩვენს ვებ-გვერძე. 
 
აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტით შეიყვანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს საიტზე რეგისტრაციის დროს მოგთხოვთ. 
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი, იმ შემთხვევაში თუ თქვენი პირადი მონაცემები და ინფორმაცია არ იქნება სწორად ან სრულად მითითებული ვებ-გვერდზე. 
 
პროდუქცია: 
ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით ვცდილობთ გადმოგცეთ იმ პორდუქტის  აღწერა, შემადგენლობა, თვისებები, ფოტოები და მოცულობა , რომლებიც იყიდება ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას. 
 
 
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას,  შეუზღუდოთ ჩვენი მომსახურება პირს, კომპანიისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნისთის. ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ წესით, ნებისმიერ კონკრეტულად სიტუაციაში, თუ ამას ჩავთვლით საჭიროდ. პროდუქციის აღწერილობა და ფასები ექვემდებარება შეცვლას ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ. 
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ამოვიღოთ ნებისმიერი პროდუქტი გაყიდვიდან ნებისმიერ დროს. 
 
ანგარიში: 
როდესაც თქვენ ქმნით საკუთარ ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, აუცილებელია ინფორმაცია იყოს მაქსიმალური სიზუსტით და სრულად მითითებული. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი პაროლის შენახვის და თქვენი ანგარიშის დაცვისთვის. თქვენ დაუყონებლივ უნდა გვამცნოთ იმ შემთხვევაში თუ რაიმე ეჭვს შეიტანთ იმაში, რომ თქვენ პირადი ანგარიშით შეიძლება თქვენი ნებართვის გარეშე ვინმე სხვა პიროვნება სარგებლობდეს. 
 
ფასები: 
საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის სრული ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში)  
 
ფასები შესაძლოა შეიცვალოს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროთა განმავლობაში შეცვალოთ პროდუქციის, ან მომსაურების ფასები შეტყობინების გარეშე.  
 
გადახდა: 
 
თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა: 
 
 
1. თანხის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის Visa / Mastercard  ბარათიდან, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. - ამ შემთხვევაში შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ხდება თანხის დაბლოკვა თუ;  
ა). პროდუქტი ხელმისაწვდომია, 10–15 წუთის მანძილზე მოხდება თანხის ჩამოჭრა და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ელექტრონულ მისამართზე შეკვეთის გააქტიურების თაობაზე. 
ბ). თუ პროდუქტი აღარ არის გაყიდვაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ამის შესახებ; თქვენ შეგეძლებათ აარჩიოთ ალტერნატიული პროდუქტი ბლოკირებული თანხის ფარგლებში, ან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის მანძილზე მოხდება ბლოკის მოხსნა. 
 
2. ანგარიშსწორება სწრაფი გადახდის აპარატით ანგარიშზე თანხის შემოტანის მეშვეობით – ეს მეთოდი ძირითადად მისაღებია რეგიონებიდან პროდუქციის შეკვეთისას. ასევე მოსახერხებელია მათთვის, ვინც არ სარგებლობს პლასტიკური ბარათებით. ( ამ გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე, რათა მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ და სად ჩარიცხოთ თანხა და ასევე გვითხრათ თუ რა მოცულობის  და რა სახეობის პროდუქტის  შეკვეთა გსურთ)  
3. თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე, ბანკის, ან ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით. 
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ ონლაინ ბანკინგით, შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ანგარიშზე და ამგვარად გააქტიუროდ შეკვეთა, ან მიბრძანდეთ ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ  ფილიალში და ოპერატორის დახმარებით ჩარიცხოთ თანხა.  ( ამ გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ თუ რომელი სახეობის და რა მოცულობის  პროდუტის შეძენა გსურთ) 
         
 რეკვიზიტი  #1 
        ბანკის დასახელება: თი ბი სი ბანკი 
        მიმღები კომპანია: შპს "დს გრუპი" 
        ანგარიშის ნომერი: GE73TB7095136020100010
        დანიშნულება: პროდუციის საფასური/ მომხმარებლის სახელი და გვარი 
     
 
 
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995571000712
 
 
 
მიწოდება: 
პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთის გააქტიურებიდან  1-2  დღის განმავლობაში (თბილისის მასშტაბით) და  2- 4  დღეში (რეგიონებში).

ქვეყნაში შექმნილი ვითარების გამო, საკარანტინე ზონებში პროდუქციის მიწოდება არ ხორციელდება.
 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეცდომით შეიყვანთ თქვენს მისამართს რომელზეც გსურთ რომ მიიღოთ შეკვეთილი პროდუქტი, ან არ უპასუხებთ კურიერის ზარს, როდესაც იგი შეეცდება რომ გადმოგცეთ თქვენი შეკვეთა, გადამზიდი იძულებული იქნება დააბრუნოს ნივთი ჩვენს ოფისში, ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგეკისრებათ შეკვეთის დაბრუნების და ხელახლა გაგზავნის დამატებითი გადასახადი 10 ლარის ოდენობით. 
dezotec.ge -ს ოფისიდან პროდუქციის გატანის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენს ნაცვლად პროდუქციას გაიტანს სხვა პიროვნება, თან უნდა იქონიოს თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 
 
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დროდადრო ვცვალოთ მოცემული პირობები საჭიროების შემთხვევაში. 

ვებ-გვერდზე განთავსებული, ყველა  პრდუქტი არ შეიცავს : სპირტს, ქლორს, ტუტეებს, მჟავეებს, ფენოლებს და  პეროქსიდულ ნაერთებს. ამ და სახვა  პროდუქტის აღწერაში მითითებული ინფორმაციის იგნორირების გამო დაწუნებისათვის  ,  პროდუქტი არ ექვემდებარება გადაცვლა/დაბრუნებას.

პროდუქტის/თანხის  დაბრუნება ან გადაცვლის პირობები: 
 
Dezotec.ge  ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ: 
ა) თანხის გადახდიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი  
ბ) პროდუქტი დაზიანებულია. 
  * დაბრუნების პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარებიდან 1დღის განმავლობაში.


თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროდუქციის მოცულობა , Dezotec.ge-ი თანახმაა გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი სასურველ მოცულობის პროდუქტში იმ შემთხვევაში თუ: 
 
ა) მომხმარებელი დაგვიბრუნებს მას იგივე მდგომარეობაში, როგორი მდგომარეობითაც მიიღო მან. (გაუხსნელი/ხელუხლებელი  შეფუთვა)
ბ) მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის უკან ტრანსპორტირების საფასურს.